08 ივნისი 2026,   21:45
ვრცლად
დაკავებული 32 წლის კაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა - "კურიერმა" დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქის შესახებ დეტალები გაარკვია

პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

თურქეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას გეგმავდა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ დანაშაული აღკვეთა. 

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. 

დაკავებული 32 წლის კაცი, თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 

ბრალდებულს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე ჩაბარდა. ჩატარდა სასამართლო სხდომაც, სადაც დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. 

დღის ამბები