ირანის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პაკისტანთან და თურქეთთან ურთიერთდაცვითი პაქტის დადება, საუდის არაბეთს უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევს. როგორც CNN-ი წერს, ირანი ამით ცდილობს დააკნინოს შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც საუდის არაბეთის თავდაცვით ძალას აძლიერებს და შესაძლოა თეირანისთვის გაფრთხილება იყოს.
"საუდის არაბეთის მმართველებმა უნდა გაიგონ, რომ ისევე, როგორც ამერიკულ ბაზებს არ შეუძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ამერიკის მარიონეტებზე მიჯაჭვულობა მათ უსაფრთხოებას ვერ მოუტანს", - წერს მაჰმუდ ნაბავიანი, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის რადიკალი წევრი.
მედიის ინფორმაციით, ნაბავიანის განცხადება კომიტეტის კიდევ ერთი წევრის, იბრაჰიმ რეზაის კომენტარს ემთხვევა, რომელმაც თქვა: "საუდის არაბეთმა უნდა გაიგოს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან ქაღალდზე დადებული შეთანხმება, მათ უსაფრთხოებას არ მოუტანს".