19 აგვისტო 2026,   15:13
ვრცლად
"დარიალში" მოშიმშილე უკრაინელებს ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ, შსს-ს ცნობით, მათი მიზანი უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, ქვეყანაში დროულად დაბრუნებაა

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალში" მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა 5-მა უკრაინელმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პირებს, ქართულ მხარესთან არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, წითელი ჯვრის ხელშეწყობითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, ქვეყანაში დაბრუნდნენ დროულად.

დღის ამბები