26 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
"ეს ალბათ ემსახურება იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია იყოს დაწყებული" - ქადაგიშვილი ბრიტანეთის მიერ არასამთავრობებისთვის გამოყოფილ გრანტზე

გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი გრანტი პოლიტიკური დისკუსიის საგნად რჩება.

საუბარია 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხაზე. სახელისუფლებო პარტია ქვეყანაში არეულობის მოწყობის მიზნებზე საუბრობს და აღსანიშნავია რომ ბრიტანულ რესურსს, USAID-ის ალტერნატივად განიხილავს.

"ბოლო დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა არჩევნების შემდეგ ვნახეთ ერთი რამ, მთავარი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებოდნენ ერთადერთ რამეს - პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. პოლიტიკური დაკვეთა მდგომარეობდა იმაში, რომ მანიპულირება მოეხდინათ არჩევნების შედეგებით. ამის პირველი ყველაზე მკაფიო მედროშე და განმახორციელებელი იყო ე.წ. ისფედი, რომელიც დიდი ალბათობით გახდება ამ გრანტის მიმღები, რომ ის სახელოვანი ტრადიცია არჩევნების დისკრედიტაციისა გააგრძელოს. ეს ალბათ ემსახურება იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია იყოს თანმიმდევრულად დაწყებული,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საგრანტო პროგრამა 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობისთვის გამოცხადდა.

დღის ამბები