06 სექტემბერი 2026,   19:27
ვრცლად
შემომთავაზეს, რომ შეგვიმცირებენ გადასახადს, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია დავფიქრდეთ და რაღაც შევცვალოთ - დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შემდეგ, ორგანიზაციამ ქვეყანას გადასახადის შემცირება შესთავაზა, რაზეც დაფიქრდება და შეიძლება რამე შეცვალოს კიდეც.

ტრამპის თქმით, ის საუდის არაბეთს სთხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1 ტრილიონი დოლარი გადაუხადოს.

"ჩვენ დავტოვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც წელიწადში 500 მილიონ დოლარს ვუხდიდით, ჩინეთი კი 39 მილიონ დოლარს იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მეტია. შემომთავაზეს, რომ ჩვენც შეგვიმცირებენ გადასახადს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია დავფიქრდეთ და რაღაც შევცვალოთ. სხვათა შორის, საუდის არაბეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს არჩევნების გამო. მჯერა, რომ მათ მეტის გადახდაც შეუძლიათ და ვთხოვ, რომ 1 ტრილიონი გადაიხადონ. ეს ბევრად უკეთესი იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები