06 სექტემბერი 2026,   03:26
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ქართველ ხალხს მათი მუქარის აღარ ეშინია, რადგან გვარამია, სააკაშვილი და ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდებიან

ნიკა გვარამიას განცხადება ნინო წილოსანის მიმართ, კიდევ ერთ თვითაღიარებად იქცა. პარტია "ახალის" დამფუძნებელი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ემუქრება. გვარამია წილოსანს ეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, მასზე ზეწოლას მოახდენს. შანტაჟის მცდელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ქართველ ხალხის დიდი ხანია მათი მუქარის და რეპრესიის აღარ ეშინია.

"პარლამენტის შენობაში, როგორც მოგეხსენებათ, საგამოძიებო კომისია მუშაობდა, რომელიც სწორედ ნიკა გვარამიას და მის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლიდა. და ვინც ამას თვალყურს ადევნებდა, მათთვის ნათელი იყო, ანუ ერთიანად დაინახეს, თუ რა მეთოდებით, თუ რა სისასტიკით, თუ რა დაუნდობლობით ეპყრობოდნენ ისინი ადამიანებს, მოქალაქეებს, ბიზნესს და ყოველთვის, როდესაც ისინი სხვა ადამიანთან ურთიერთობაში შედიან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რა თქმა უნდა, სწორედ ამ რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით საუბრობენ. ქართველ ხალხს, უკვე დიდი ხანია, მათი მუქარის და მათი რეპრესიის აღარ ეშინია, იმიტომ ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ხდება ხელისუფლების ამა თუ იმ ასე ვთქვათ ცვლილება, მაგრამ არასდროს გვარამია, სააკაშვილი და ძმანი და დანი მისნი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ვერ მოტრიალდებიან", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

დღის ამბები