"ექსპო ჯორჯია" ყვავილების ფესტივალის მასპინძელია. თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართული ღონისძიების მიზანი ერთი მხრივ ყვავილების კულტურის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი პროფესიული და ბიზნეს პლატფორმის ჩამოყალიბებაა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ.
წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.