გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. პროექტი კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის უშუალო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, 9 ეპარქიაში სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი ჩატარდა. ღონისძიება ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების წვლილის დაფასებას ემსახურებოდა.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე სასულიერო პირებისთვის გაიმართა ტრენინგი, სადაც ყურადღება გამახვილდა ბავშვის განვითარების ეტაპებზე. ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობასა და სამუშაო პროცესზე ლექციის ფორმატში ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.