06 სექტემბერი 2026,   21:08
ვრცლად
გემოფესტის დასკვნითი ღონისძიება აჭარაში - ზღვისპირა ქალაქი სტუმრებს გასტრონომიულ ფესტივალზე დღის ბოლომდე ელოდება

სეზონის დასკვნითი ღონისძიება და გემოფესტი აჭარაში. ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები - ზღვისპირა ქალაქი სტუმრებს გასტრონომიულ ფესტივალზე დღის ბოლომდე ელოდება.

16 ადგილობრივი მზარეული, გამოფენები, მუსიკალური, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები - ეს ყველაფერი სტუმრებს ძველ ბულვარში თეთრ კოლონადებთან დახვდებათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე ფესტივალი, რომელიც ზღვისპირა ქალაქში პირველად იმართება, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი.

დღის ამბები