07 სექტემბერი 2026,   15:05
ვრცლად
საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასზე ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

ისტორიული მიზანი და ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის - საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასზე ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა 7 შეხვედრიდან 6 გამარჯვება მოიპოვეს. საქართველომ დაამარცხა პორტუგალია, ყაზახეთი, სერბეთი, ბოსნია, საბერძნეთი და თურქეთი, ხოლო ხორვატიასთან შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს ფლეიოფში იასპარეზებს. წარმატების შემთხვევაში კი, ქართველი კიბერსპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

დღის ამბები