ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "ონელობა 2026" აღინიშნა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მათ დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის ღონისძიება, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო "ქართული ხმების" კონცერტით დასრულდა.