უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ხვდება. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ და სადგურზე მათ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო.