პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და "ქართული ოცნების" გურიის დელეგატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე პარტიის წევრებთან ერთად, ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლიდერებმა ისაუბრეს არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე. უპასუხეს მოქალაქეების შეკითხვებს.
ოზურგეთის თეატრში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.