"ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტს ამჯერად რაჭამ უმასპინძლა. ონში, ღონისძიებაზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეულის მთავარი სათქმელი ერთი იყო - მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტს "თეატრალურის კვარტეტი", ანსამბლი "გორდელა", სალომე ბაკურაძე, მარიამ შენგელია და ჯგუფი მიქსტურა შეუერთდნენ. მხარდამჭერი გზავნილები სცენაზე და მის მიღმა, ონში არაერთხელ გაისმა.
მმართველი გუნდის მხარდამჭერი კონცერტები 22 აგვისტოს დაიწყო და ის საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მუსიკალური საღამოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.