13 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
კახეთში, ფინანსურ თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, 29 წლის კაცი მოკლეს - პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კახეთში 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები