29 ივნისი 2026,   13:52
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსეთი პომპეზურად აღნიშნავს

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსეთი პომპეზურად აღნიშნავს. ტრადიციულ აღლუმზე წითელ მოედანზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.

ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, დღევანდელ აღლუმზე დსთ-ს ქვეყნების ლიდერებიც იქნებიან. სტუმრებს შორის არიან - ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტები, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით უცნობია ჩავლენ თუ არა აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.

რუსეთის პრეზიდენტმა მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. პუტინმა 9 მაისი მიულოცა ორი არაღიარებული რესპუბლიკის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს.

დღის ამბები