28 ივნისი 2026,   19:33
ვრცლად
ქობულეთში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

უფასო სამედიცინო აქცია ქობულეთში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები თბილისიდან მიწვეულმა მედიკოსებმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს.

აქციაში მონაწილე ზოგიერთ პირს შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ. პროცესს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.

სამინისტრო მსგავს უფასო სამედიცინო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად ატარებს.

დღის ამბები