ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, პროექტის "ახალგაზრდული მედია-ლაბორატორია და ციფრული დიალოგი" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარადგინეს ახალგაზრდების მიერ მომზადებული პოდკასტები თემაზე - "ახალგაზრდები მშვიდობისთვის". პროექტს აფხაზეთის მეომართა კავშირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.