28 ივნისი 2026,   19:59
ვრცლად
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა. პლატფორმა გააერთიანებს განათლებას, კვლევას და პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში.

დაგეგმილია ტრენინგების, სემინარების, კვლევითი პროექტების, საჯარო დისკუსიებისა და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება.

პროგრამებში ჩაერთვებიან ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

დღის ამბები