29 ივნისი 2026,   18:24
ვრცლად
ელენე ხოშტარიასთან რუსთავის ციხეში პირადი ექიმი შევიდა

ელენე ხოშტარიას რუსთავის ციხეში დღეს პირადი ექიმი მოინახულებს, ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

ექიმი ხოშტარიასთან ცოტა ხნის წინ შევიდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაწესებულებაში ექიმის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.

დღეს ამ თემაზე ქალთა მე-5-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.

დღის ამბები