16 ნოემბერი 2026,   22:28
ვრცლად
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება

ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს. წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. არსებობს საფრთხე, რომ 51-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია თავმჯდომარის გარეშე დარჩეს. მოსალოდნელ შედეგებზე უცხოური გამოცემა Responsible Statecraft-ი საუბრობს.

სტატიის ავტორისთვის საქართველოს შესაძლო დაბლოკვის მიზეზები გაუგებარია. ჟურნალისტი წერს, რომ, ომთან დაკავშირებით ფრთხილი პოზიციის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს კანდიდატურას ეუთოს თავმჯდომარის პოზიციაზე არ ეწინააღმდეგება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეუთო? - პასუხს ოფიციალური თბილისი ელოდება. პრემიერ-მინისტრის და ვიცე პრემიერის განცხადებით, საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის სურვილი უკვე გამოთქვა და წევრ ქვეყნებს საკუთარი შეთავაზებაც წარუდგინა.

ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხში სწორედ იმ ქვეყნების პოზიციას იზიარებენ, რომელიც თავმჯდომარეობის პოზიციაზე საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციაში დღესაც დაადასტურეს, რომ ამ სახელმწიფოების არგუმენტებს ეთანხმებიან.

ეუთოში საქართველოს კანდიდატურის დაბლოკვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ეუთოს ბედი დეკემბერში შვეიცარიაში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. თავმჯდომარის ასარჩევად, 57-ვე წევრი ქვეყნის ხმაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ისევ ვერ შეთანხმდებიან, ეუთო 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე შეხვდება.

 

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები