16 ნოემბერი 2026,   22:29
ვრცლად
როგორ გამოიყურება დღეს პროტესტი და რატომ იკრძალება აზრის გამოხატვის თავისუფლება თავად დემონსტრანტების მხრიდან - აქტივისტის, თამუნა გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში უთანხმოება მოჰყვა

აქტივისტმა, თამუნა გიორგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ე.წ შაბათის მარშში მონაწილეობას აღარ მიიღებს. გიორგაძემ ისიც თქვა, რომ უკმაყოფილოა მსვლელობის ორგანიზატორების ქმედებებით და არ სურს, მათ გადაწყვეტილებებთან ასოცირდებოდეს. აქტივისტის ამ განაცხადს თანამოაზრეებში კრიტიკა და დაპირისპირებაც მოჰყვა.

ოპოზიციისთვის გამოცხადებულ უარზე თავად ოპოზიცია დუმს. ერთადერთი, ვინც დღეს მათი მხარდამჭერი აქტივისტების დაპირისპირებაზე ისაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილია. "ფედერალისტების" ლიდერს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება არ მოეწონა. მეტიც, თამუნა გიორგაძის პოზიცია რწყილის გატყავებას შეადარა.

მოვლენების მსგავსი განვითარება არ უკვირთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ როდესაც პროტესტი შინაარს კარგავს, ერთობაც აღარ არსებობს. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის მიმართ საზოგადოების გაუცხოება, თავად ოპოზიციის პოლიტიკის შედეგია.

სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აქტივისტმა სტატუსი წაშალა და ახალი გამოაქვეყნა, თუმცა ამ პოსტშიც აღნიშნა, რომ იტოვებს გამიჯვნის და საკუთარი, განსხვავებული აზრის უფლებას.

დღის ამბები