"Tbilisi Piano Fest 2026" საზეიმო კონცერტით დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაში პიანისტი და ფესტივალის დამფუძნებელი დუდანა მაზმანიშვილი, მაესტრო კარლო პონტი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ესწრებოდნენ.
ფესტივალი წელს მეშვიდედ გაიმართა და, ორი კვირის განმავლობაში, კლასიკური მუსიკის არაერთ წამყვან შემსრულებელს უმასპინძლა.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი