30 ივნისი 2026,   09:39
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ კრიზისსა და საკადრო გადაადგილებებს ეხმაურება.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე ცვლილებები არსებითს არაფერს ცვლის, რადგან, მისი შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფები "აგენტურული ხასიათისაა" და მათი მოქმედების მთავარი ადრესატი არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოური ძალებია.

„საერთო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ამ ჯგუფებს რაც აქვთ მთავარი პრობლემა, არის აგენტურული ხასიათი, რაც იმაში ვლინდება, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავის დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი, საერთოდ არ ფიქრობენ ქართველ ხალხზე. არ ფიქრობენ, პირველ რიგში იმაზე, როგორ მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ასე რომ, აგენტურა აგენტურაა. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გადაადგილება იქნება. აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები