29 ივნისი 2026,   12:40
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს თბილისში გაიმართება

დღეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები აპრილში აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში გაიმართა. დასკვნითი, მე-11 შეხვედრა დღეს თბილისში შედგება.

რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.

"ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში, გვახსოვს, თავს იყო მოხვეული პოლარიზაცია. ჩვენ შევძელით ის, რომ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი. ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი შედგა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს დასწრებისთვის, აქტიურობისთვის, მსჯელობისთვის და მე ვფიქრობ, რომ დღეს გამორჩეული შეხვედრა გვექნება თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შთამბეჭდავად ჩაივლის შეხვედრა. რა თქმა უნდა, გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და ძალიან საინტერესო აზრებს და იდეებს მოვისმენთ მათგან. აუცილებლად ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად," - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები