საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა.
სხდომებზე განიხილეს პაბსეკის მიმდინარე საქმიანობასთან, სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, წევრებმა იმსჯელეს პაბსეკის 67-ე პლენარული სესიის დღის წესრიგის პროექტზე, დაამტკიცეს პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტები და გაეცნენ ასამბლეის საქმიანობის ანგარიშს. პლენარული სხდომა 30 ივნისს გაიმართება.
პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები ტარდება საქართველოს მიერ პაბსეკის თავმჯდომარეობის ფარგლებში.