29 ივნისი 2026,   13:52
ვრცლად
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების არტილერიამ და ავიაციამ რუსების 11 კონცენტრირებულ ზონას დაარტყა

უკრაინაში წინა დღეებში განხორციელებული მასშტაბური რუსული სამხედრო იერიშის შემდეგ, შედარებით მშვიდი იყო ბოლო 12 საათი, თუმცა აფეთქებების ხმა რამდენიმე ოლქში მაინც ისმოდა. გვიან ღამით აფეთქება მოხდა ხერსონში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევენ, თუმცა ოლქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების არტილერიამ და ავიაციამ რუსების 11 კონცენტრირებულ ზონას დაარტყა, შეტევისას გაანადგურეს ოკუპანტების 2 სამხედრო საწყობი და 1 საკომუნიკაციო სადგური.

დღის ამბები