29 ივნისი 2026,   13:52
ვრცლად
აშშ თურქეთისთვის "ეფ 16-ის" ტიპის ავიაგამანადგურებლების განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას დათანხმდა

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისთვის "ეფ 16-ის" ტიპის ავიაგამანადგურებლების განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას დათანხმდა.

სისტემის განახლება თურქეთის საჰაერო ფლოტის ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას დაეხმარება და გააუმჯობესებს ქვეყნის უნარს, ითანამშრომლოს სხვა მოკავშირეებთან. ავიაგამანადგურებლების განახლების შესახებ შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დათანხმდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობა.

თუ კონგრესი ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ამერიკა თურქეთს სამხედრო ტექნოლოგიებს მიჰყიდის.

დღის ამბები