29 ივნისი 2026,   13:45
ვრცლად
"ელექტროენერგია არის, წყლის მარაგი 2-3 დღის ფარგლებში გვაქვს, საკვებზეა ცოტა დეფიციტი" - სუდანში მყოფი ქართველები

სუდანში, სადაც მეოთხე დღეა უკვე არეულობაა, საქართველოს 33 მოქალაქე რჩება. მხოლოდ ქართულ ავიაკომპანია "ჯეო სქაის" სუდანში 20 თანამშრომელი ჰყავს: პილოტები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები. სუდანში ასევე ჩარჩენილია კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის "მაი ვეის" 13 წარმომადგენელი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, მათი გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, სუდანში მყოფი ქართველები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან. საქართველოს საგარეო უწყება, საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს.

"ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება სუდანში, ელექტროენერგია არის, ყველა კონტაქტზე ვართ, წყლის მარაგი 2-3 დღის ფარგლებში გვაქვს, საკვებზეა ცოტა დეფიციტი, მაგრამ ვცდილობთ რომ ჩვენს პარტნიორებთან, სუდანელებთან დავალაგოთ ეს საკითხი. თვითონ ის ადგილი, სადაც სროლებია, ოდნავ მოშორებით არის ჩვენგან და ჩვენები მშვიდობიანად არიან. საქართველოს კონსულთან გვაქვს კომუნიკაცია, როგორც კი გვექნება საშუალება, რომ მშვიდობიანად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები, გეგმა გვაქვს, რომ გადმოვაფრინოთ", - განაცხადა "მაივეი ეარლაინსის" გენერალურმა დირექტორმა რატი ბაკურაძემ.

დღის ამბები