ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნაღმტყორცნებითა და არტილერიით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს.
16 დასახლება დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზე. მანამდე, ადგილობრივი მედია, ოლქში აფეთქებების შესახებ იტყობინებოდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ნიკოპოლშჩინაზე განხორციელებული შეტევის შედეგად.
იერიშები იყო ხარკოვის ოლქის სასაზღვრო და ფრონტის ხაზის დასახლებებზე. ოკუპანტებმა 170 ჭურვი გაისროლეს ხერსონის ოლქის მიმართულებითაც.