რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი, "უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" პაუზის აღებას არ გეგმავს".
სერგეი ლავროვმა, უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ევროპის ინტერესებში შედის.
"მწარე გამოცდილებით ნასწავლნი, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების პერიოდში ჩვენ არ ავიღებთ პაუზას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში... მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ეს [საბრძოლო მოქმედებების შეჩერება] სურს - ისევ იმ მარტივი მიზნით, რომ მიიღოს ამოსუნთქვის საშუალება და შეავსოს კიევის რეჟიმის დაცლილი სამხედრო არსენალი, რომელიც უიმედობისგან უკვე დიდი ხანია აშკარა ტერორისტულ მეთოდებზე გადავიდა", - განაცხადა ლავროვმა.