ბათუმში, ფესტივალ "განდაგანას" პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა. ბათუმელი მსმენელის წინაშე "შვიდკაცა", "ქართული ხმები", "ურსა", ასევე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი" წარდგნენ.
მთელი დღის განმავლობაში, "ევროპის მოედანზე" არაერთი აქტივობა იყო დაგეგმილი. "ევროპის მოედანზე", სტუმრები რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და სოფლის ტურიზმის შესაძლებლობებს გაეცნენ.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ხალხური რეწვის ნიმუშები, ტრადიციული კერძები და კულტურული პროგრამა.
ფესტივალ "განდაგანას" მეორე დღე წვიმის გამო 16 ნოემბრისთვის გადაიდო.