15 ნოემბერი 2026,   11:53
ვრცლად
ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი ხვალიდან განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, წინა სხდომების მსგავსად, ახლაც უშედეგოდ ეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას პასუხისმგებლობის აღება არაფერზე სურს. მათ შორის არც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში- ძალადობრივი აქციების ორგანიზებაზე. ამართლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც მოსარჩელე მხარისთვის მორიგი აღიარებაა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.

დღის ამბები