მარიკა თხელიძე მუსიკალურ სცენას ახალი ნამუშევრით უბრუნდება. 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მომღერალმა მსმენელს სიმღერა და ვიდეოკლიპი "ისევ მე" წარუდგინა.
პრემიერას მომღერლის მეგობრები, კოლეგები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომღერალი ამბობს, რომ ახალი ნამუშევრით შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და მსმენელთან დაბრუნება მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.