15 ნოემბერი 2026,   16:02
ვრცლად
ლანჩხუთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები