დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 საქართველოსა და 1 თურქეთის მოქალაქეს ბრალს წარუდგენენ - საუბარია 2 სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების თანახმად, პირველ შემთხვევაში თაღლითურ-დანაშაულებრივი ჯგუფი, ფულადი თანხის სანაცვლოდ საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა, შემდეგ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში დროებით მყოფ თურქმენეთის მოქალაქეს დაჰპირდა საზღვარზე გაყვანასა და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელდებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. დანაპირები ვერ შესრულდა, თუმცა თანხა მოითხოვა და ნაწილი მაინც აიღო.
დაკავებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.