05 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონს (ფუძე)", რასაც რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დღის ამბები