05 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
შაკო კუჭაშვილი: ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ, გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის, რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომენტატორ ტატო ბაციკაძის Facebook-პოსტს ეხმაურება. როგორც კუჭაშვილი წერს, ბაციკიძეს წეროვანში მცხოვრები ადამიანები ყველაზე კარგად აუხსნიდნენ, თუ რატომ არის პრემიერ-მინისტრი მართალი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებზე საუბრობს.

"ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის, რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი. მოურიდებლად ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს მარტოდ-მარტო ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ გაიგეს ომის დაწყება ტელევიზიით, როგორ შეიცვალა საზღვრები და სეპარატისტებს გაუფორმა ახალგორი, როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს.

მაინტერესებს, ბაციკაძე იგივეს გაიმეორებს იქ, რასაც ახლა აქ გონორით წერს?", - წერს შაკო კუჭაშვილი.

დღის ამბები