07 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
ვინ მიიღებს ახალ სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ - საქართველოს მთავრობის დადგენილება ცნობილია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემილის მსგავსად, სასკოლო ფორმას უფასოდ, ახალი სასწავლო წლიდან, ყველა ის მოსწავლე მიიღებს, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.

სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გარდა, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის კატეგორიებიც, რომლებიც სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ. უფასო სასკოლო ფორმები განსაზღვრულია დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ჩართულები არიან მინდობით აღზრდის პროგრამაში ან იმყოფებიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და სარგებლობენ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებით. ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ასევე, იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ნაცვლად, საქართველოს საჯარო სკოლებში განაგრძობენ სწავლას.

პროგრამის მიზანია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერა. განათლების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სასკოლო ფორმების წარმოებაც და ტრანსპორტირებაც წინასწარ განსაზღვრული ვადების მიხედვით და სამინისტროს კონტროლის ქვეშ ხორციელდება.

მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმის კომპლექტი, ბიჭების შემთხვევაში, ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოებისთვის - ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას მოიცავს.

დღის ამბები