საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ყაველაშვილი უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას", - აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.