რეგიონული განვითარების სამინისტრო, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.