06 აგვისტო 2026,   08:14
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას მიშას ავატარი ვერ გამოეცხადა, მაგრამ მსჯავრდებული სააკაშვილის ხმა გაჟღერდა - სხდომაზე მხოლოდ დროებითი მმართველობის საბჭო შექმნეს, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ფავლენიშვილი იქნება

მე-13 ყრილობას მიშას მიხრა-მოხვრის მქონე ავატარი ვერ გამოეცხადა და ვერც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსჯავრდებულის ხმა გამოდგა საბოლოოდ სრულყოფილი.

თუმცა "ნაციონალების" კერპს უპირობო მორჩილება დღეს ტრადიციული შეძახილით მაინც დაუდასტურეს, უწოდეს ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. განდიდების მანიის მქონე ლიდერს, რომელმაც პარტია 11 წლის წინ საკუთარ კომფორტსა და სხვა ქვეყნის - უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა.

სხდომის თავმჯდომარეს არც ერთგული მსახურები დავიწყებია. დარბაზში მყოფი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის წინაშე ტაში დაუკრეს და უკანონო პატიმრად მოიხსენიეს ხელისუფლების დამხობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ბაჩო ახალაია - თავდაცვის ყოფილი და სააკაშვილის ფავორიტი მინისტრი, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე. დღესვე, სწორედ იმ სააკაშვილის წერილი წაიკითხა გენერალურმა მდივანმა, რომელიც მსჯავრდებული და ბრალდებულია სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის - 7 ნოემბრის აქციის დარბევის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, ქვეყანაში შემოპარვის, სანდრო გირგვლიანისა თუ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

სააკაშვილის წერილს მოჰყვა ირაკლი ნადირაძისა და ლევან ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს პარალელების გავლებაშიც დაემსგავსა.

შემდეგ კი იყო გახლეჩილი პარტიის მსჯავრდებული ლიდერისა და ირაკლი ფავლენიშვილის მიერ გახმოვანებული პოლიტიკური ამბიციები.

ვიდრე ამ აბსტრაქტული მიზნისკენ სვლას დაიწყებენ, „ქართული ოცნებიდან“ "ნაციონალებს" მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულები შეახსენეს და თქვეს, რომ სააკაშვილის სურვილი რეალობა ვეღარასდროს გახდება.

ყრილობამ ვერც თავმჯდომარესა და პარტიას შორის არსებულ განხეთქილებას უშველა. შეკრებაზე დაგვიანებით მისულ ხელმძღვანელს, რომელიც უფრო დაუპატიჟებელ სტუმარს ჰგავდა, 347 დელეგატიდან პარტიის მხოლოდ 2 წევრი დახვდა, ისიც დარბაზს გარეთ, ისე, რომ სააკაშვილის ძველი გვარდიისთვის ნახევრად გულწრფელი სალამი შეუმჩნეველი ყოფილიყო. თავად მიმავალი ხელმძღვანელის განცხადებაში კი დღეს ყველაზე უკეთ იგრძნობოდა კრიტიკული ტონი, კატეგორიული მოთხოვნები და პოლიტიკური რევანშის სურვილი, რომელიც ბოკუჩავას მსჯავრდებულმა ლიდერმა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაშვების გამო გაუჩინა.

სააკაშვილის ახალი ფავორიტი კი ყრილობაზე დღეს არ გამოჩენილა. ნანუკა ჟორჟოლიანმა შეკრებაზე მისი თანამოაზრე მარიზი კობახიძე გაგზავნა, რომელიც ახლა უკვე, ძველი "ნაციონალების" მსგავსად, თავგამოდებით იცავს ლიდერის რჩეულს.

დანაშაულებრივი წარსულის მქონე პარტიას პერსპექტივა არ ექნება - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებაზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მისი პარტიისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.

არც თავმჯდომარის არჩევისა და არც კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა უჩანთ ამ დრომდე "ნაციონალებს", რომლებმაც ტრიბუნები მხოლოდ გრძელი სიტყვის სათქმელად, სხდომა კი მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მისაღებად მოიწვიეს - დროებითი მმართველობის საბჭოს შესაქმნელად, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.

დღის ამბები