12 ნოემბერი 2026,   10:37
ვრცლად
სამართალდამცველებმა აჭარაში 2 კილოგრამი "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები