12 ნოემბერი 2026,   10:07
ვრცლად
"მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი" - ასე შეაფასა ამერიკულმა მხარემ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუეთი და უკრაინა მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ

რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში დასრულდა. მხარეებმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, ამერიკულმა მხარემ შეხვედრებს "მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა.

ახლა ამერიკელი შუამავლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრებიან, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტს დუბლინში შეხვდებიან.

დღის ამბები