12 ნოემბერი 2026,   10:06
ვრცლად
საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა

ესპანეთში, საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა. ბარსელონაში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კატალონიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ჟაუმე კულბონიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბარსელონას მერია სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.

მედიის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვის მხარდამჭერი დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, სავაჭრო ობიექტები გაძარცვა და პასეო დე გრასიას ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდა.

ცნობისთვის, ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად საყოველთაო გაფიცვა ჩატარდა. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.

დღის ამბები