12 ნოემბერი 2026,   10:27
ვრცლად
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდნენ - ისინი პუტინს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდნენ.

აშშ-ის წარმომადგენელს აეროპორტში კირილ დმიტრიევი დახვდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. ასევე, ის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს (RDIF) ხელმძღვანელობს.

კუშნერი და ვიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. შემდეგ ისინი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს უნდა შეხვდნენ.

შეხვედრებზე განსახილველი კონკრეტული თემები უცნობია. კუშნერმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს წამოჭრილ თემებს განიხილავენ.

აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, რუსეთმა და უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

დღის ამბები