05 აგვისტო 2026,   21:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.

ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები