ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს, - აცხადებს ვალერი ზალუჟნიმ.
უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი და ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ NATO კვლავ იმ ილუზიით მოქმედებს, თითქოს მომავალი კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის სცენარით წარიმართება.
"დიდი ალბათობით, NATO შეინარჩუნებს არსებულ სახეს და უკრაინის მსგავსად 12 წელი დასჭირდება იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრამდე მაინც მისასვლელადაა საჭირო“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინის ელჩების შეხვედრაზე, მან თქვა, რომ კიევს სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებსაც NATO-ს წევრი ქვეყნები ფლობენ, მისი თქმით, ალიანსი კვლავ იმ "დოქტრინებით" ხელმძღვანელობს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს ჩამოყალიბდა.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ NATO-ს. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი NATO-ს სტანდარტების დანერგვაზე და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ალიანსში გაწევრიანების ზღვარზე ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.