პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს ასე თუ ისე მაინც მიიღებს და გააფრთხილა, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ეს შეიძლება "გაცილებით უფრო არამეგობრული გზით" მოხდეს.
მედიის ცნობით, ირანიდან ე.წ. ბირთვული მტვერის გატანის ვადების შესახებ კითხვაზე ტრამპმა დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვა.
"ცხადია, კონკრეტულ ვადებს არ მოგაწვდით, მაგრამ გეტყვით, რომ თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, შემიძლია დაგისახელოთ ვადა, რომელიც შეთანხმების ხელმოწერიდან გარკვეული დროის შემდეგ იქნება. ჩვენ, ირანთან ერთად, ამ ყველაფერს შეერთებულ შტატებს 100%-ით დავუბრუნებთ", - თქვა ტრამპმა.
"თუ ამას არ გავაკეთებთ, ურანს სხვა ფორმით მივიღებთ, გაცილებით არამეგობრული ფორმით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას გავაკეთებთ", - დასძინა ტრამპმა.