18 ივნისი 2026,   15:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში

"ნაციონალურ მოძრაობაში" ღია დაპირისპირებაა - პარტიაში გავლენების გადანაწილების ახალი ეტაპი დაიწყო.

მას შემდეგ, რაც მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ გუშინ შეიტყო, ნანუკა ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე გამართა.

ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ დირექტივებს ღიად უპირისპირდება და მათ "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სულ სხვა რეალობის ჩვენებას ცდილობს:

„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი.

თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები